სამართალი
"რაღაცები გადაფასდება იქიდან გამომდინარე, რა არის არჩევნების შედეგი…" - უსუფაშვილი ქარაგმულად მიანიშნებს ალასანიას გადასვლაზე „ქართულ ოცნებაში“

  საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. “თავისუფალი დემოკრატებიდან” პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას და ალექსი პეტრიაშვილის წასვლის ფაქტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.

 დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, პოლიტიკოსების წასვლა ან სხვა პარტიაში გადასვლა გარდაუვალი მოვლენაა.

 „არჩევნები არის ის მოვლენა, როდესაც პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური ლიდერები მივიხედ-მოვიხედავთ ხოლმე და რაღაცები გადაფასდება, იქიდან გამომდინარე, რა არის შედეგი. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შედეგების ფონზე განვითარდეს გარკვეული მოვლენები პოლიტიკურ სპექტრში. ვინ, სად, როგორ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ეს არის გარდაუვალი მოვლენა“,  - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 საქინფორმი აღნიშნავს, რომ უსუფაშვილი ბუნდოვნად მიანიშნებს ალასანიასა და პეტრიაშვილის გადასვლაზე „ქართულ ოცნებაში“ მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინადადებით, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ამგვარი წინადადება თავადაც მიიღო.