აქტუალური
ალასანიას პარტიის გენმდივანმა ბუკ (ალექსი პეტრიაშვილმა) პარტია "თავისუფალი დემოკრატები" გაგანია საარჩევნო კამპანიისას დატოვა

  საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

 "მოგესალმებით მეგობრებო! პირველ რიგში მადლობას ვუხდი ყველა თავისუფალ დემოკრატს და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები ........სახლში (ხვდებით ალბათ, ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას). აბა დროებით!", - წერს ალექსი პეტრიაშვილი