პოლიტიკა
ალასანიამ გორში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, დატოვა თავისი პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და პოლიტიკიდან წავიდა, მიიღო რა წინადადება, რომელზეც უარის თქმა ვერ შეძლო

  საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 "მივიღე გადაწყვეტილება, დროებით წავიდე პოლიტიკიდან და გავაკეთო ისეთ რამ, რითაც გვერდში დავუდგები ჩემს საზოგადოებას. ვაკეთო საინტერესო საქმე, რომლითაც ბევრად უფრო მეტს მოვუტან საქართველოს და იმ ამომრჩევლებსაც, ვინც მე მხარი დამიჭირა… მე აუცილებლად,  სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, როგორც ვიყავი, ისე დავრჩები საქართველოს ჯარისკაცად", -აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

 მისივე თქმით, ამომრჩევლებისთვის დაპირებების და შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა ერთიანი ჩანაფიქრით პარლამენტში, ის  შედეგები კი, რასაც მიაღწია პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა", დანაპირების განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა.

 საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ ალასანიამ, ისევე როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ გენმდივანმა პეტრიაშვილმა, რომლებმაც გუშინ პარტია დატოვეს, ამჟამინდელი ხელისუფლებისგან მიიღეს წინადადება, „რომელზეც უარის თქმა ვერ შეძლეს“ – დაიკავონ თანამდებობები მთავრობაში, ანდა გაემგზავრონ უცხოეთში დიპლომატიურ სამუშაოზე.