აქტუალური
„საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტატუსი, ის არის დემოკრატიული გარდაქმნის კუთხით ლიდერი ქვეყანა“ – პაოლო ალი

  საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პაოლო ალიმ განაცხადა.

 მისივე თქმით, საქართველოში გუშინ ძალიან კონკურენტული არჩევნები გაიმართა.

 "ეს არის საქართველოს ათასობით მოქალაქის ძალისხმევის შედეგი. ჩვენ ვაკვირდებოდით ამ პროცესს და ანგარიშები აჩვენებს, რომ არსებობს გარკვეული ნაკლოვანებები საარჩევნო გარემოს კუთხით, ასევე ჰქონდა ადგილი ძალადობის დაუშვებელ შემთხვევებს, თუმცა საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტატუსი - ის არის დემოკრატიული გარდაქმნის კუთხით ლიდერი ქვეყანა ამ რეგიონში. არჩევნების ამგვარად გამართვა ძალიან დიდ იმედს გვაძლევს და გვამხნევებს ჩვენ, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აქვე მინდა, ღრმა წუხილი გამოვთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით არ ჩატარებულა. აქვე მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს მათი ძალისხმევისთვის, რაც მათ ჩვენი საერთო ფასეულობებისადმი გამოიჩინეს”, - განაცხადა პაოლო ალიმ.