პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილი - დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მოახერხა, გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი

  თავისუფლების, სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

 „რატომ არის ეს არჩევნები ჩემთვის განსაკუთრებული ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დღეს უნდა მოახერხოს და გააკეთოს არჩევანი. უფრო სწორად, მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით, გააზრებულად და არა რწმენითმხედველობაში მაქვს არა რელიგიურიჩვენ უახლოეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ რაღაც დროს ვიღაცის გვჯერა, რაღაც მომენტი გვწამს და ამ რწმენის მიხედვით წლების განმავლობაში ვახერხებთ, დავუჭიროთ მხარი ვიღაც პარტიას ან ვიღაც პოლიტიკოსს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 მისივე თქმით, დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მოახერხა, გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. 

 "ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მოახერხა, გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. მე ამას გესაუბრებით წინასწარ კვლევების მიხედვით. ვიცი, რა მდგომარეობაა საქართველოში. ვფიქრობ, რომ ხარისხობრივი გარდაქმნა მოხდა, რამეთუ საზოგადოების უმრავლესობამ  მოახერხა გონებით, გააზრებით არჩევანის გაკეთება.  ჩემი აზრით, საკმაოდ მაღალი უნდა იყოს აქტივობა, მაგრამ ყველაზე განმსაზღვრელი ჩემთვის გახლავთ ის, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არა ემოციურად, არა რწმენით, არამედ გონებით აკეთებს თავსი ქვეყნის მომავლის არჩევანს “, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.