პუბლიკაციები
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში, მას თითსაც ვერ დააკარებენ, რადგან პოლიცია და სამხედროები უჭერენ მხარს

  ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებლია, რომ საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში მას მისი მომხრეები, ასევე სამხედროები და სამართალდამცველები დაიცავენ. როგორც სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია 112-ის ეთერში განაცხადა, საქართველოში მას თითსაც ვერავინ დააკარებს.

 “მათ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, თუმცა ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში მიტინგი გაიმართა, სადაც 70 ათასი ადამიანი მივიდა, ეს ძალიან ბევრია, იგივეა, რომ უკრაინაში კრეშატიკზე 500 ათასზე მეტი ადამიანი გასულიყო. ეს ნიშნავს, რომ მე იქ თითსაც ვერავინ დამაკარებს იმ პირობებში, როდესაც მთელი პოლიცია, შეიარაღებული ძალები ჩვენს მხარესაა, ანუ სახელმწიფოებრიობისა და კანონიერების მხარეს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

 მისი თქმით, ის საქართველოში იმიტომ არ ჩავიდა, რომ ძალადობრივი ქმედებების გამოწვევა არ სურდა.

 "წარმოიდგინეთ, ჩამოდის პოლიტიკოსი - ძველი, ცუდი, მას კი აეროპორტში ნახევარი მილიონი უკრაინელი ხვდება. როგორ დააკავებს მას ხელისუფლება? ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ ჩავედი,  არის ის, რომ არ მსურდა ეს ძალადობრივი ქმედებების მიზეზი გამხდარიყო",  - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

 სააკაშვილი ამბობს, რომ არჩევნების საქართველოში ჩასვლას აუცილებლად გეგმავს, თუმცა ეს არ იქნება დაბრუნება, რადგან ის მუშაობის გაგრძელებას უკრაინაში აპირებს.