უცხოეთი
რუსეთმა კომპლექს С-300-ის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის განზრახვის გამო, ფრთოსანი რაკეტებით დაბომბოს არაბთა რესპუბლიკის აეროდრომები

  საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარასკევს რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

 „იმის გათვალისწინებით, რომ იქ განთავსებულია ჩვენი ტექნიკა, ხორციელდება საჰაერო-კოსმოსური ძალების ოპერაციები და არავინ იცის, საით გაფრინდება ეს რაკეტა, მათ შორის, ამერიკელებმაც, დეირ-ეზ-ზორეში მომხდარი შეცდომის გათვალისწინებით, სირიაში განთავსდა კომპლექსი С-300“, - აღნიშნა ზახაროვამ.  

 რუსი სამხედროები გაანადგურებენ ყველა საჰაერო საფრთხეს, რომელიც სირიაში ასადის არმიას შეიძლება დაემუქროს – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელობა არა აქვს საფრთხე ვისგან წამოვა, მათ შორის, იქნება თუ არა ის აშშ-სგან.

 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300 რუსეთმა სირიაში რამდენიმე დღის წინ გადაისროლა.

 სირიის საკითხებზე გაეროში მუდმივმა წარმომადგენელი სტეფან დე მისტურას განცხადებით, თუკი ალეპოში ავიადარტყმები არ შეწყდება, წლის ბოლომდე შესაძლებელია ქალაქი სრულიად გაცამტვერდეს.