საზოგადოება
თეთრიწყარო: „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა თავისი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა

  საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაჟა ბექაურმა საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ წევრის გოდერძი ჩანქსელიანის სასარგებლოდ მოხსნა.

 ამის შესახებ განცხადება ვაჟა ბექაურმა და მისი შტაბის ათმა წევრმა თეთრიწყაროს „ქართული ოცნების“ შტაბში გუშინ გააკეთეს.

 როგორც ვაჟა ბექაურმა განაცხადა, ის თავისი გუნდით „ქართულ ოცნებას“ უერთდება.