უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება რუს ტურისტებს ურჩევს, საქართველოში 8 ოქტომბრის მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილებს მოერიდონ

  საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისული ცენტრი საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს,  მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების გამართვის ადგილებს მოერიდონ. ამის შესახებ განცხადება ცენტრმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გაავრცელა.

 “8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ტურისტებს ვურჩევთ, მოერიდონ მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარების ადგილებს” , - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრიოს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის განცხადებაში.