სამართალი
პრეზიდენტი მარგველაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებდა გაცხრილონ პარტიები კრიმინალური ელემენტებისგან – რა უნდა უყონ „ნაცმოძრაობის“ დაზარალებულ წევრ თარგამაძეს?!

  საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. მისი თქმით, პოლიტიკურ ძალებში თავმოყრილი არიან გარკვეული კრიმინალური ელემენტები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს ხედავენ, როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ერთმანეთთან.

 „მივმართავ პოლიტიკურ ძალებს, ეს ხალხი საშიშია, არამხოლოდ ქვეყნის დემოკრატიისთვის, არამედ პირადად მათთვისაც, ამიტომ, მოახდინონ ლეგალიზაცია და გაცხრილონ პარტია ასეთი ადამიანებისგან. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, ასეთი ადამიანები აღმოაჩინონ და მათი ლოკალიზაცია მოახდინონ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში, სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

 პრეზიდენტმა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

 „ქალაქის ცენტრში ააფეთქეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანქანა. კიდევ კარგი, მსხვერპლი არ არის. მინდა გამოვთქვა, იმედი, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დროულად გამოსწორდება და ჩვენ არ გვეყოლება ტერაქტის შედეგად მსხვერპლი ჩვენ ქალაქში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 საქინფორმი: გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, პრაქტიკულად, მოუწოდა პარტია „ნაცმოძრაობის“ ლიკვიდაციისკენ, რომელიც უმთავრესად კრიმინალური ელემენტებისგან შედგება – დაწყებული მისი ლიდერის – დამფუძნებელი სააკაშვილისგან და დამთავრებული „ნაცმოძრაობის“ დაზარალებული წევრი თარგამაძე – „ვასილიჩით“...