საზოგადოება
კომპანია „GFK“–მ კატეგორიული უარი განაცხადა საველე სამუშაოების მასალების წარმოდგენაზე

  საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. "ვინც გადატრიალებას, რევოლუციას, სისხლის ღვრას დააპირებს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება!" , - ასეთი კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შესაძლო დესტაბილიზაციაზე განცხადებების თაობაზე.

 „ვინც გადატრიალებას, რევოლუციას, სისხლის ღვრას დააპირებს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თავად ამ ადამიანების საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, აშკარად იკვეთება ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის ჩართულობა და გამოყენება ბნელი ზრახვების განსახორციელებლად. „რუსთავი 2“ აპირებს ეგზიტპოლების გამოქვეყნებას. ზოგადად, კვლევები, რომელიც უკვე გამოაქვეყნეს, ისიც გაყალბებულია. ჩვენც ვატარებთ კვლევებს, აბსოლუტურად განსხვავებული შედეგებია. ამიტომ, სცენარის მიხედვით, უნდა გამოქვეყნებულიყო გაყალბებული კვლევები, არჩევნების დღეს კი - ეგზიტპოლები, შემდეგ, თითქოს ხმების დაცვის მიზნით, უნდა მოხდეს ხალხის გამოყვანა ქუჩაში. ეს არის ამ გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის ბნელი ზრახვები“, - განაცხადა კალაძემ.

 „ველზე ვინც მუშაობდა, ვიცნობთ ამ კომპანიას. ეს არისნაციონალური მოძრაობისწევრის ლევან თარხნიშვილის მეუღლის კომპანია, რომელიც ცნობილია საარჩევნო ხმების მოპარვით. ეს არის სამარცხვინო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 საქინფორმი აღნიშნავს, რომ საველე სამუშაოების მასალების წარმოდგენაზე კომპანია “GFK”–მ კატეგორიული უარი განაცხადა, რაც პრაქტიკაში უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს.