სამართალი
ეკა ბესელია: „არ მინდა ვიფიქრო, რომ იმ სცენართან გვაქვს საქმე, რომელზეც „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები საუბრობდნენ“

  საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

 „კარგია, რომ ჯანმრთელად არის ბატონი თარგამაძე. რაც შეეხება ფაქტს, ეს მივანდოთ გამოძიებას და საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც დაადგენენ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. იმედი მინდა დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური სარჩული ამ ფაქტს არ მოჰყვება. ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა  ხურჩაში დადგმული სცენარი. უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორის „თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წევრების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ.  არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ, მოდით, გამოძიებას მივანდოთ ამ ფაქტის გარკვევა და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები“, - განაცხადა ბესელიამ.