აქტუალური
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო მზაკვრული გეგმის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს გადატრიალების გზით სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას“ – კახა ძაგანია

  საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ "მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 „ნაციონალურმა მოძრაობამდაიწყო მზაკვრული გეგმის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს გადატრიალების გზით სააკაშვილისა დანაცმოძრაობისხელისუფლებაში დაბრუნებას. გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად ისინი აქციაზე თავიანთი მხარდამჭერების გააქტიურებას ელიან.  მოვუწოდებთ ძალოვან სტრუქტურებს, კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავე კრიმინალი პოლიტიკოსები. საზოგადოებამ წარსულს ჩააბარახურჩის ინციდენტი“, სადაც ხელისუფლებაში მყოფინაციონალური მოძრაობაყუმბარმტყორცნებით უსწორდებოდა არჩევნებზე მისულ თანამოქალაქეებს“, - განაცხადა ძაგანიამ.

 „2012 წლის არჩევნებში თაღლითმა ნათელაშვილმა სააკაშვილის დავალებით დაშალა ლეიბორისტული პარტია, რაშიც მას გადაუხადეს 3 მილიონი აშშ დოლარი. ნათელაშვილს შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნებისას ჰიტროუს აეროპორტში გადაეცა სია ლეიბორისტული პარტიის 1300 კომისიის წევრის, რომლებიც ხელს უშლიდნენ „ნაცმოძრაობას“ 2012 წლის არჩევნების შედეგების გაყალბებაში. საქართველოში დაბრუნებულმა ნათელაშვილმა გასცა ბრძანება, რომ ისინი სიებიდან ამოეყარათ, მათ ნაცვლად კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კომისიები თავიანთი ხალხით  დააკომპლექტა“, - გაიხსენა კახა ძაგანიამ.