საზოგადოება
„რაზე იტყვიან უარს, აღარ დახოცავენ? აღარ გააუპატიურებენ? აღარ შეუვარდებიან ოჯახებში?“ – ბიძინა ივანიშვილი

  საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი.  საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ია მეტრეველსა და სანდრა რულოვსს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

 „ქალბატონი ჩამოვიდა და რაღაც ზღაპრებს ყვება, რომ თვალებში ჩახედა თუ ტვინში ჩახედა ამ კაცს და ეს კაცი აღარ იძალადებს. როგორ აღარ იძალადებს. ქალბატონ იას მე ვიცნობ. მძიმე სცენა იყო. გამოდის და ჩვენ აგვირჩიეთ, აღარ იზამსო. ისევე, როგორც გარბისო - ჩემზე ამბობენ, თვითონ გაქცეულები არიან და ამით უნდათ, შეურაცხყოფა მომაყენონ. ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ მოვეფერებით ოპოზიციასო და მათ აჩვენეს უკვე. ავიწყდებათ, როგორ ექცეოდნენ ოპოზიციას“, - განაცხადა ივანიშვილმა ბაზალეთში ტელეკომპანია GDS -ის გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.

 “ჯერ განმარტებები გააკეთონ, ამ ქალბატონმაც გააკეთოს განმარტება, რაზე იტყვიან უარს - აღარ დახოცავენ ახალგაზრდებს, აღარ გააუპატიურებენ, აღარ შეუვარდებიან ოჯახებში, აღარ გადაიღებენ სხვის პირად კადრებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.