პოლიტიკა
“გაჩნდა შანსი, „თავისუფალი დემოკრატები“ გავიდნენ მეორე ადგილზე და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ ვერ შევიდეს პარლამენტში“ – ბიძინა ივანიშვილი

  საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

 „პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, ჩემი აზრით, 5-6 პარტია შევა. „იმედისბოლო კვლევებში 31 პროცენტი ამბობს, არ ვარ ჯერ მზად. 10 პროცენტი არ ამბობს. 40-41 პროცენტი იყო ჩამოუყალიბებელი დაახლოებით. 59 პროცენტიდან, რომლებმაც თქვეს, რომ მივდივართ არჩევნებზე, 32,7 აძლევდაქართულ ოცნებასდა შემდგომ მოდიოდნენ რამდენიმე პარტია...  ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდათთავისუფალ დემოკრატებს“. აგონიაში მყოფმანაციონალურმა მოძრაობამძალიან გამოააშკარავა საკუთარი თავი. გაჩნდა შანსი იმისა, რომთავისუფალი დემოკრატებიმეორე ადგილზე გავიდნენ. ასეთი სცენარითნაციონალური მოძრაობა“ 5 კაცით გავა ალბათ, შეიძლება, საერთოდაც ვერ შევიდეს. ვნახოთ, დარჩენილ 3 დღეში შეიძლება ახლებურად აჩვენონ კიდევ საკუთარი სახე. თუ ამას გააგრძელებენ, რაც ბოლო 2 კვირაში ხდება, არ გამოვრიცხოთ, რომ პარლამენტის გარეშეც დარჩნე, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 „მაჟორიტარს ვერსად ვერ მოიგებს “ნაციონალური მოძრაობა”. მათ შორის ვერც ზუგდიდში ვერ მოიგებს ის ქალბატონი. ეს არის ორჯერ ორი ოთხი“, - აღნიშნა ივანიშვილმა.