პოლიტიკა
ნიკოლოზ მჟავანაძე: „არეულობის მოსაწყობად სააკაშვილი ციხეების და შსს-ს გამოყენებას აპირებს“

  საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. “ნაცმოძრაობის“ მიერ არჩევნების წინ სახელმწიფო უწყებებში პროვოკაციების მოწყობის კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით “უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ პრესკონფერენცია გამართა და  მედიისთვის შემდეგი განცხადება გააკეთა:

 „არჩევნების  წინ  და  შემდგომ სააკაშვილს სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებისნაცმოძრაობის” მხარეზე გადასვლის იმედი აქვს.

 წინა ხელისუფლების დასრულებაში უდიდესი წვლილი ციხის კადრებმა  იქონია და სწორედ  ციხეებში აპირებს სააკაშვილი პროვოკაციების მოწყობასწინა რეჟიმი გეგმავს, საპატიმროებში პატიმრების მიმართ გარკვეული ძალადობის ინსცენირება მოაწყოს, რასაც გადაიღებენ და არჩევნების წინ მედიით გაავრცელებენ. ყოველივეს კი უნდა მოჰყვეს პატიმრების მასობრივი პროტესტი, არეულობა და ციხეებში ბუნტი.

 ვანო მერაბიშვილის სახელი ჯერაც  ბევრი პოლიციელისთვის დიდ პრემიებთან და კარგ ცხოვრებასთან ასოცირდება, ამიტომ სააკაშვილი სწორედ მათ გამოყენებას გეგმავს. არჩევნების შემდგომ პოლიციის იმ ნაწილებმა, რომელთა იმედი აქვს სააკაშვილს,  ქუჩაში გამოსული ხალხისკენ  ცეცხლსასროლი იარაღით უნდა გაისროლოს, რასაც მსხვერპლი და  უმართავი პროცესები  მოჰყვება.

 პროვოკაციები რეალობად რომ არ იქცეს, მოვუწოდებთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახი კახიშვილს და შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, მიიღონ ყველა მათ ხელთ არსებული ზომა, რათა  სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სისხლის ღვრა  თავიდან იქნეს აცილებული”.