აქტუალური
შალვა რამიშვილმა GFK-ს და „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სოციოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მიმართა

  საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც შალვა რამიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება დაუშვებელია.

 „ფაქტია, რომ რაღაც საეჭვო ხდებარუსთავი 2”-ის ეგზიტპოლების თავს. როდესაც ადამიანს აქვს ეს მონაცემები, აბსოლუტური სიზუსტით გამოცხადდება 5 დღით ადრე, უნდა დაფიქრდე ხომ, რატომ მოხვდა ეს მის ხელში. ერთადერთი ამის საშუალება არის ის, რომ ტელევიზიებმა უთხრან იმ ფირმებს, ვისაც დაუკვეთეს კვლევა, რომ მათ მოახდინონ ხალხის გამოკითხვის ანკეტებია თუ რაც არის, იმის გასაჯაროება“, - აღნიშნა რამიშვილმა.

 ჟურნალისტი აცხადებს, რომ "თავისუფალი ზონის" ყოფილ წევრ ბესო კალაძისგან მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ აყალბებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" და კომპანია GFK.

 მისივე თქმით, GFK-ს კვლევის მონაცემების მიხედვით, რომელიც ნოტარიუსთან იყო დალუქული და ახლა გაიხსნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ 12,5 პროცენტი აქვს და არა 26 პროცენტი, როგორც ეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

 „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კი ნოტარიუსთან დალუქული და“რუსთავი2“-ის მიერ  გავრცელებული მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა და 25,4 პროცენტს  შეადგენს.