პოლიტიკა
“აქ ამდენს ბედავენ და მანდ რას იზამდნენ 2012 წლამდე, წარმომიდგენია!”-რა მოხდა ნიუ-იორკში სააკაშვილთან შეხვედრაზე (ვიდეო)

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავის მომხრეებთან – ქართველ ემიგრანტებთან ნიუ იორკში, ქართულ ეკლესიაში შეხვედრის დეტალებს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ბესო ხომერიკი ფეისბუქზე ეხმაურება:

 “მოკლედ, დღეს, სააკაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, 2 მეგობართან ერთად ვიყავი მისული. გვინდოდა დაგვესვა რამდენიმე კითხვა. მიცნო რამდენიმემ და მომადგნენ – ნაციონალების ამომრჩეველი არ ხარ და დატოვე აქაურობაო. ცხადია, გავაგზავნე @@@ზე. ეს თავისუფალი ქვეყანაა და საზოგადო თავშეყრის ადგილიდან (ეკლესიაში იყო შეხვედრა) არავის აქვს უფლება, გამაძევოს-მეთქი, დაიწყეს ჯიკაობა. მოკლედ, იმდენი ქნეს, მაინც ატეხეს ჩხუბი – 3 კაცს დაგვესია 30 კაცი. დაზარალებით ვერ დაგვაზარალეს. ერორი ცხადია გადმოსცემს თავიანთ სასარგებლოდ დამონტაჟებულს. აქ ამდენს ბედავენ და მანდ რას იზამდნენ 2012 წლამდე, წარმომიდგენია!”, - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბესო ხომერიკი (ვიდეო იხ. აქ).

 საქინფორმს მიაჩნია, რომ ყველა ეკლესია, რომლის ამბიონიდან მიშა "მოძღვრავდა", ქართული იქნება ის თუ უკრაინული, ქუთაისში თუ ნიუ-იორკში, ხელახლა საკურთხებელია, ხოლო განხეთქილების ჩამომგდებნი, თვითმარქვია პატრიარქი ფილარეტისა ანდა მიტროპოლიტ კალისტრატეს მსგავსნი, რომლებმაც სააკაშვილს ამის უფლება მისცეს - ეკლესიიდან განსადევნი!