უცხოეთი
LIFE.RU: ქართველმა პოლიტოლოგებმა ა. ჭაჭიამ და ა. ხიდირბეგიშვილმა საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება გამორიცხეს

  საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ექსპერტებმა საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებას პიარ–სვლა უწოდეს, ასევე ივარაუდეს, რომ მას ეშინია ენმ–ის ჩაფლავების. ალექსანდრე ჭაჭიასა და არნო ხიდირბეგიშვილთან LIFE.RU–ს საუბრის სრული ვერსია მოისმინეთ აუდიოჩანაწერში აქ.

 ექსპერტებმა პოლიტიკის სფეროში აცნობეს LIFE.RU–ს, რომ არ სჯერათ საქართველოს პარლამენტის მოსალოდნელ არჩევნებთან დაკავშირებით სამშობლოში საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე მყოფი მიხეილ სააკაშვილის, დაბრუნების.

 „აბსოლუტურად გამორიცხულია. ეს უბრალოდ წინასაარჩევნო ტრიუკია. მიხეილ სააკაშვილი პიარის დიდოსტატია და ერთადერთი, რაც მას შეუძლია მოიმოქმედოს მოცემულ გამოუვალ სიტუაციაში, როცა მას სულ 10–13% ჰყავს (ეს დაახლოებით 200 ათას მომხრეზე ცოტა მეტია. – სპიკერის შენიშვნა), ესაა მორიგი პროვოკაციისადმი აპელირება. ეს საჭიროა რათა შემდეგ ისაუბრონ არჩევნების ფალსიფიკაციაზე, რომელშიც იგი თითქოსდა იმარჯვებდა, რათა მიმართოს აშშ–ს, ევროკავშირს, საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში გაყალბების, დიქტატურის შესახებ, რომელსაც სასწრაფოდ შველა სჭირდება“, – განაცხადა პოლიტოლოგმა, ექსპერტმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების სფეროში, სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემების, თავდაცვისა და კრიზისული სიტუაციების საკითხებში, არნო ხიდირბეგიშვილმა.

 მისი თვალსაზრისი გაიზიარა გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელმა, ქართველმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ: „სააკაშვილი არასოდეს ჩამოვა საქართველოში ასეთ სიტუაციაში, ეს სულ ზღაპრებია, რასაც ჰყვება. თუმცა, ის საუბრობს პუბლიკაზე გათვლით, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მას მხარს უჭერენ საქართველოში: ესენი არიან მისი დანიშნული ფუნქციონერები, მათი ოჯახები, რომლებიც მისი მმართველობის ხანაში კარგად ცხოვრობდნენ. და მათ სურთ იცოდნენ, რომ ის გვერდითაა, რომ შეუძლია დაბრუნდეს, ტყუილუბრალოდ ხომ არ იხლეჩენ ყელს, რომ აი ის სადაცაა ჩამოვა. და ისიც უნერგავს და უნარჩუნებს ამ იმედს მათ“, – განმარტა ჭაჭიამ. პოლიტოლოგმა დასძინა, რომ სააკაშვილს ეშინია, რომ ენმ მოსალოდნელ არჩევნებში საბოლოოდ დამარცხდება.