აქტუალური
"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა“ – გიორგი კვირიკაშვილი

  საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ხალხს სჭირდება სტაბილურობა.  რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ, არაფერი გამოუვათ, რადგან საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალა, ჩაატაროს დემოკრატიული, ევროპული, გამჭვირვალე არჩევნები. ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული, მიუხედავად მათი რეალური მცდელობებისა, რომელსაც ყველანი ვხედავთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.