საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი ნიკო ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ ეროვნულ მუზეუმს ოფიციალურად გადაეცა

  საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ცერემონიალი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა, რომელსაც კულტურის მინისტრი ესწრებოდა.

 „შველი წყლის პირას“ ბიძინა ივანიშვილმა Sotheby’s-ის აუქციონზე 2016 წელს შეიძინა. ფონდმა "ქართუმ" კი ნახატი ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. თავად სურათი ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა. ის არასდროს ყოფილა გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე. 2011 წელს სურათმა დატოვა საქართველო და Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდა. „შველი წყლის პირას“ იმავე აუქციონზე მეორედ 2016 წელს გამოჩნდა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.

 ამიერიდან „შველი წყლის პირას“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის სხვა სურათებთან ერთად გამოიფინება. შაბათსა და კვირას კი ეროვნულ მუზეუმში გამოფენილი ნიკო ფიროსმანის ნახატების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლება.