საზოგადოება
აშშ–ის ელჩს საქართველოში „არ მოუსმენია“ აუდიოჩანაწერი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, რომელიც საქართველოში მზადდება, რათა არ აღიაროს სააკაშვილი შეთქმულების მონაწილედ!

  საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ–ის ელჩმა იან კელიმ გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ საქართველოში არსებულ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

 „არ მომისმენია ჩანაწერები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ. ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა საარჩევნო ყუთებზე გადის. ნებისმიერი სხვა გზა არალეგიტიმურია. ნებისმიერი სახის დაშინება პოლიტიკური პარტიებისა ან მთავრობის მხრიდან მიუღებელია. უნდა მივცეთ ქართველ ხალხს შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი ნება საარჩევნო ყუთებთან. ნებისმიერი სხვა გზით მოპოვებული ძალაუფლება იქნება არადემოკრატიული და მიუღებელი“, - აღნიშნა იან კელიმ.