სამართალი
„მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიება გატარდება“ – გიორგი მღებრიშვილი

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში,  გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიება.

 ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კითხვაზე, რომელიც საქართველოში დაბრუნების შესახებ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს შეეხებოდა.

 მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.