უცხოეთი
პუტინი: სსრკ–ს დაშლა საჭირო არ იყო, შეიძლებოდა დემოკრატიული ხასიათის ცვლილებების განხორციელება“

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას სინანული გამოთქვა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო და პასუხისმგებლობა ამ ,,ტრაგედიაზე“ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის იმდროინდელ ხელმძღვანელობას დააკისრა.

 ,,თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით… არ იყო აუცილებლობა მისი დაშლის. შესაძლებელი იყო ცვლილებების განხორციელება, თუნდაც დემოკრატიული ხასიათის… ისე რომ არ დაეშალათ… არ ღირდა მისი დაშლა“, – განაცხადა პუტინმა.

 შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საბჭოეთის დაშლას შარშან ,,მილიონობით ადამიანის ტრაგედია” უწოდა. ხოლო გაცილებით ადრე ,,მე-20-ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“.