აქტუალური
„მრავალპარტიულობის მომხრე ვიყავი ყოველთვის და ვარ დღესაც, მაგრამ პინგ-პონგის თამაშს არ ვაპირებ“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „დღეს  არ არსებობსქართული ოცნებისალტერნატივა. ნუ შფოთავენ ოპონენტები, რომ მათ გარეშე არაფერი არ გაკეთდება. ისე კარგად გაკეთდება, რომ მზე მაღლა იქნება. ისეთ უხეშ პარალელებს ავლებენ უკვე, რომ გასული არიან ზონიდან”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ 4 წლის განმავლობაში საოცრებები აჩვენა.

 „უფსკრულში მივექანებოდით, პატრიარქს მაინც დაუჯერეთ, ჩემი თუ არ გჯერათ - სულ ცოტაც და ჩვენ გადავიჩეხებოდით. 4 წლის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებს ვედრებით და ეს გააკეთაქართულმა ოცნებამ“. საუკეთესო ლიდერი შეარჩიეს კვირიკაშვილის სახით”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

 „იმის გამო, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, იყოს კოალიციური მთავრობა, თუნდაც ნათელაშვილს შევუძღვეთ, გინდაც რესპუბლიკელებს, რომლებმაც ძალიან ცუდი პარტნიორობა აჩვენეს, აგერ მომღერალი მოგვივიდა და ნახეთ, რა ფოკუსებს გვიტარებს პოლიტიკაში, პაატა ბურჭულაძე მყავს მხედველობაში. რახან მრავალპარტიულობის მოსურნეა ივანიშვილი, ამიტომ მოუწოდოს, რომ ესენიც არ არიან ცუდი ბიჭები, ხმა მიეცით და ქვეყანა აყვავდება, სამწუხაროდ, ასე არ არის“, - განაცხადა ივანიშვილმა.