პოლიტიკა
„ვისურვებდი, რომ საარჩევნო კამპანია ისეთი კარგი იყოს ამერიკაშიც, როგორიც საქართველოშია!“ - ამერიკის ელჩი იან კელი

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ საქართველოს ცესკოში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.

 მისი თქმით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია კარგად მიმდინარეობს (საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 15 დღე დარჩა – საქინფორმი).

 "ვფიქრობ, ყველა ხვდება არჩევნების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია, გამოხატული იქნეს ქართველი ხალხის ნება. შესაბამისად, რაც შემიძლია გითხრათ მიმდინარე კამპანიაზე, ეს არის ძალიან კარგი, სამაგალითო და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული. შეიძლება იყოს რამდენიმე ინციდენტი, თუმცა ამის შესახებ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ მთავრობასთან. მე ვისურვებდი, რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია ასეთი კარგი იყოს ამერიკაშიც”, - განაცხადა იან კელიმ.