საზოგადოება
„საჭიროა მოსახლეობის მხარდაჭერა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის სწორი მიმართულებით სვლა“ - გიორგი ვოლსკი

  საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯავახიშვილის, რეხისა და მეუნარგიას ქუჩებზე რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

 „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გავაკეთეთ იმ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი - განვახორციელეთ გადარჩენის პოლიტიკა, რაც აუცილებელი იყო მრავალწლიანი ავტორიტარული მმართველობისგან დაჩაგრული ხალხისათვის. მას შემდეგ დაიწყო მშენებლობა. ახლა საჭიროა თქვენი მხარდაჭერა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის სწორი მიმართულებით სვლა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 შეხვედრას ჯავახიშვილის ქუჩაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრი  ესწრებოდა.