სამართალი
”სანდრა რულოვსმა უპასუხოს შეკითხვებს! თუ თავს გაიმართლებს, ბოდიშს მოვუხდი!” - ლალი მოროშკინა

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ლალი მოროშკინამ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 "ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას, „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფო" 6 თვის წინ ჰქონდა ინიციატივა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მემორანდუმი გაფორმებულიყო, რათა კონტრაქციები არ ჩატარებულიყო. სამწუხაროდ, მაშინ არავინ არ აგვყვა. დღესქართული ოცნება" მემორანდუმს ვის სთავაზობს, ნაციონალებს, რომლებიც სატელიტ პარტიებთან ერთად სიტუაციის ასარევად ყველაფერს აკეთებენ?!", - განაცხადა მოროშკინამ.

 "დღეს სანდრა რულოვსი თავს უფლებას აძლევს, საარჩევნო აგიტაცია ჩაატაროს. ეს იგივეა, ევა ბრაუნი რომ გამოსულიყო და ფაშიზმი ექადაგა. სანდრა რულოვსმა ჯერ იმ პატიმართა ჭირისუფლებს უპასუხოს, ვისაც გაფატრული გვამები მიუტანეს და იმ ქალბატონებს, რომლებმაც პროკურატურაში ქალთა კოლონიაში მიმდინარე ამბები გაასაჩივრეს. ქალთა კოლონიაში, საშვილოსნოს ამოღების არანორმალურად ბევრი ოპერაცია გაკეთდა... მიკვირს, მას არჩევნებიდან რატომ არ ხსნიან, რადგან ეს ადამიანი ბრალდებული უნდა იყოს. უპასუხოს შეკითხვებს და თუ თავს გაიმართლებს, პირველი ვიქნები, ვინც ბოდიშს მოვუხდი", - განაცხადა  მოროშკინამ.