სამართალი
”ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ხათუნა კალმახელიძე პედაგოგიურ საქმიანობას გააგრძელებდა!” - ლალი მოროშკინა

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი.  „პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი მოროშკინა ციხის სკანდალური კადრების გავრცელების დღეს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მაშინ კარგად ახსოვს ახალგაზრდების მყისიერი რეაქცია, როდესაც ყველანი გლდანის ციხესთან დაიძრნენ.

 ლალი მოროშკინა იმ დროისთვის გლდანის ციხესთან შიმშილობდა, მისი მოთხოვნა ხათუნა კალმახელიძის გადადგომა და დამნაშავე სისტემის გასამართლება იყო.

 „სამღვდელოებიდან იყვნენ წარმომადგენლები, რომლებმაც ჯაჭვი გააკეთეს ბავშვებსა და გისოსებს შორის, რომ ეს ბავშვები არ გადამძვრალიყვნენ, რადგან იყო საშიშროება, რომ მათ ესროდნენ. იყო საოცარი ქაოსი, კოშმარი ხდებოდა. ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო მაშინ კალმახელიძის გადაყენება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოთხი წლის შემდეგ ხათუნა კალმახელიძე არათუ დასჯილი არ იქნებოდა, არამედ ყველაფერი ამის შემდეგ პედაგოგიურ საქმიანობას გააგრძელებდა.

 როდესაც ხარ ამ სისტემის შემოქმედი, არანაირი უფლება არ გაქვს, ახალგაზრდა თაობასთან შეხვიდე და რაღაცა ასწავლო", - განაცხადა მოროშკინამ გადაცემა 2030-ში.