აქტუალური
26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილე კუდ-ის მაღალჩინოსნებმა და სპეცრაზმის თანამშრომლებმა პრემიის სახით 900 000 ლარი მიიღეს

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 900 000 ლარიდან, შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, პრემიის სახით 13 780 ლარი ლევან ქარდავამ მიიღო, 9000 ლარი ვასილ ლელუაშვილმა, 6500 ლარი დათა ახალაიამ, 4 135 ლარი რევაზ შიუკაშვილმა

 "იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა თვალთმაქცური რეაგირება. კერძოდ, რეალური ვითარების დამალვის და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილის, დავით ახალაიას და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით, მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 რიგითი თანამშრომელი. დასჯილი პოლიციელებიდან არცერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის სამი თანამშრომელი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან სხვა საფუძვლით, 26 მაისამდე იყო დათხოვნილი”, - აღნიშნულია განცხადებაში.