საზოგადოება
”ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მე-9 ადგილზეა ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის”- ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი.  საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში მედიისა და საზოგადოების  წარმომადგენლებთან შეხვედრა გასული ოთხი წლის შეფასებით დაიწყო.

 ”პოლიცია იყონაციონალური მოძრაობისძირითადი იარაღი. კარგად გვახსოვს, არჩევნების დროს როგორ ძალადობდა პოლიცია. გავიხსენოთ ისიც, პროკურატურაში საპროცესო შეთანხებები რა დოზით იყო, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ამით ივსებოდა... საერთაშორისო პრესტიჟული ორგანიზაციები აკეთებენ  რეიტინგებს. თავისუფლების ინდექსით, იგულისხმება ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფალი ქვეყანა, საქართველო შედიოდა ყველაზე მაფიოზურ ქვეყნებში 2012 წლამდედღეს საქართველო იჭერს მსოფლიოში მე-17 ადგილს ამ მხრივ. ევროპულ ქვეყნებში, ევროსაბჭოს 27 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზე ვართ. საქართველოში აღარ არის ორგანიზებული დანაშაული", - განაცხადა ივანიშვილმა.

 „ოპონენტები სულ ამას ამბობდნენ, ჩამოიშალა პოლიცია, კრიმინალი გამძაფრდა, სახლში ვეღარ ვიცხოვრებთ, მანქანებს იტაცებენ. თავად დაამტვრიეს რამდენიმე მანქანა, გააკეთეს ამის მსგავსი პროვოკაცია, რაზეც თვითონ წამოეგნენ.

 პოლიცია დღეს არის აბსოლუტურად ხალხის სამსახურში, ვერავინ იტყვის, რომ პოლიცია ხალხზე ძალადობს, ერთეული შემთხვევა მსოფლიოში ყველგან არის, მასზე კეთდება ადეკვატური რეაქცია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.