საზოგადოება
”პროკურატურის მუშაობა, შესაძლოა, დღესაც არ არის იდეალური, კიდევ უნდა დაიხვეწოს” - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი.  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა დღესაც არ არის იდეალური.

 „პროკურატურა პირველ წელს ძალიან მძიმედ მუშაობდა, რადგან ისევ კუბლაშვილი მართავდა სასამართლოს. პროკურატურა სასამართლოზე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია. პირველი წლების განმავლობაში პირდაპირ კრიმინალს იჭერდნენ და იმის დაპატიმრების უფლებასაც არ აძლევდა ხშირად სასამართლო, ეს იყო ყველაზე მძიმე ეტაპი. ჯერ მიდიოდა პროკურატურის გადალაგება და გადაწყობა, გახსოვთ, როგორი იყო პროკურატურა, იქ კადრების შეცვლა ძალიან რთულია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან".