სამართალი
შსს-მ და ცესკომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი.  შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 „მემორანდუმის თანახმად, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ურთიერთთანამშრომლობის გზით ხელი შევუწყოთ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების უსაფრთხო, მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ამ მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენ კიდევ ერთხელ ვთანხმდებით, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენი საერთო მიზნისთვის - ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისათვის. ვფიქრობ, კანონმდებლობის განუხრელი დაცვით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის სწორად წარმართვა იქნება არსებითი საფუძველი მშვიდობიანი, გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო გარემოს შექმნისათვი“, -  განაცხადა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა.