აქტუალური
”გუბაზ სანიკიძეს ან ის აღიზიანებს, რომ პოლიტიკაში ფული ვერ იშოვა, ან ჩემს გინებაში ფულს იღებს” - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 “არასდროს პირადი წყენა არ მქონია გუბაზთან, გამოხტა და ასე ცუდად მომიხსენიებს. გავიხსენებ მის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, ის პოლიტიკაში იმიტომ მოდის, რომ მდიდარი უნდა გახდეს, მილიონი უნდა იშოვოს, მილიონერი უნდა გახდეს. მოვიდა პოლიტიკაში ეს კაცი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაც ეკავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ვერ იშოვა ფული ამ კაცმა. ან ეს აღიზიანებს, რომ მოვიდა პოლიტიკაში ფული ვერ იშოვა და ისევ მე ვარ ამაში დამნაშავე და სწორია. თუ ფულს იღებს, მე რომ მაგინოს, ეს არ ვიცი, მაყურებელმა გადაწყვიტოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.