სამართალი
გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ახალდანიშნულ უფროსს მაიკლ მაკმაჰონს შეხვდა

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და INL-ს შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 „INL-ის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის საუკეთესო პარტნიორი. INL არის ორგანიზაცია, რომელთანაც შს სამინისტრო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. იგი ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი უწყების განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებს. მოგეხსენებათ, ამერიკის მთავრობა, INL უკვე კონკრეტულ მატერიალურ დახმარებას გვიწევს იმისთვის, რომ შსს- აკადემია რეგიონული საპოლიციო განათლების ცენტრად გარდავქმნათ, რაც ჩვენი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა შს მინისტრმა.

 გიორგი მღებრიშვილმა მაიკლ მაკმაჰონს წარმატებები უსურვა და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.