საზოგადოება
ჯუმბერ კირვალიძე: "რიგში ჩადექით - პირველი მელიაა, მეორე ბერძენიშვილი, შემდეგი ვინ იქნება?!”

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. “რესპუბლიკელმა” ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ – “მდინარეს მიცემს თავს”, ანუ თავს მოიკლავს (დაიხრჩობს, – რატომღაც ასეთი “ფორმა ამჯობინა”), თუ საბურთალოს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში დამარცხდება, “ქართული ოცნების” კანდიდატთან ზაზა ხუციშვილთან. ამასწინათ, ასეთივე შინაარსის საჯარო გამოსვლა ჰქონდა “ნაცმოძის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკანდრო მელიას მამას, ანზორ მელიას, რომელმაც თქვა, რომ – “თავს მოიკლავს”, – თუ არჩევნებში “ნაცმოძრაობა” დამარცხდება “ქართულ ოცნებასთან”! მოკლედ, “რას არ კადრულობენ” მავანნი, პირდაპირ “ემუქრებიან” ამომრჩეველებს, ხმას თუ არ მოგვცემთ სუიციდის “უნახავებს გაგხდითო”! არჩევნებამდე სამ კვირაზე მეტი დრო რჩება და ვნახოთ როგორ წარიმართება პროცესები, ვინ იქნება “შემდეგი” ვინც მელია-ბერძენიშვილის “კამპანიას შეუერთდება”?!.. - წერს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში.