სამართალი
შსს-მ იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ. ჭ დააკავა

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ. დააკავეს.

კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული მისი ახლობლისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. 14 სექტემბერს კაჭარავამ და ზურა ჭ-მ აღნიშნულ მოქალაქეს ეს თანხა გამოსძალეს რა დროსაც ისინი დააკავეს.