საზოგადოება
„თქვენი მინისტრობის დროს ცვიოდნენ ადამიანები ფანჯრებიდან“ - თინა ხიდაშელი - კობა ნარჩემაშვილს

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი “ქართულ ოცნებას” კობა ნარჩემაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატად წამოყენების გამო აკრიტიკებს.

 „თქვენი მინისტრობის დროს ცვიოდნენ ადამიანები ფანჯრებიდან“, - მიმართა თინა ხიდაშელმა კობა ნარჩემაშვილს.

 კობა ნარჩემაშვილმა თინა ხიდაშელი და რესპუბლიკელები “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული „მატერიალური სიკეთე“ შეახსენა.

 კამათი ხიდაშელსა და ნარჩემაშვილს შორის გადაცემა „არჩევანში“ მწვავე შეფასებებში გადაიზარდა.

 „თქვენს დროს პოლიცია იყო კორუფციული გაის მექა, თქვენს დროს წამების მექა იყო, ამას ამბობს ყველა დასკვნა, რომელიც გამოუქვეყნებია არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 „8 ოქტომბერმა გადაწყვიტოს, საზოგადოება ვის დაუჭერს მხარს - მე თუ თინა ხიდაშელს“, - განაცხადა პასუხად კობა ნარჩემაშვილმა.