სამართალი
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ძალა და რესურსი აქვს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს“ – გიორგი მღებრიშვილი

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 როგორ მღებრიშვილმა აღნიშნა, არსებობს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პარტია აპირებს არჩევნების მიმდინარეობისას და არჩევნების შემდეგ გარკვეულ პროვოკაციებს. 

 “ჩვენ ამ მიმართულებით მობილიზებულები ვართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.