პოლიტიკა
„ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი - 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი.  საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება 7 თვეში წარმატებით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი - 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 "ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე, ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე. წელს ჩვენ ველოდებოდით 2,5 მილიონი ბოთლის გაყიდვას ჩინურ ბაზარზე და უკვე 8 თვის მონაცემებით, 3,5 მილიონი ბოთლია გაყიდული. ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში და ვფიქრობთ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. და არა მხოლოდ ღვინის, ბევრი სხვა სასაქონლო დასახელების მიმართულებით. ეს არის უდიდესი მიღწევა და აბრეშუმის გზის პროექტის განვითარებისთვის ამას ექნება დიდი მნიშვნელობა", - აღნიშნა პრემიერმა.