პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების იმ მეთოდებით დასჯა, რასაც თვითონ იყენებდნენ, სწორი არ იქნებოდა” – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა სამართლიანობის აღდგენაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

 "ნაციონალები" გამოდიან ისევ და, უკაცრავად, ისევ ენას გვიყოფენ, გვაგინებენ, გვწყევლიან და გვარწმუნებენ, რომ თეთრი შავია. ამას რა უნდა ვუშველოთ. არ შეიძლება, სხვა ხელწერა გამოვიყენოთ. მსოფლიოში ქვეყანას ვერ ნახავთ, ამდენი მაღალჩინოსანი დასჯილიყოს... საზოგადოების ნაწილს სურვილი ჰქონდა, ისინი დასჯილიყვნენ დაახლოებით იმ წესით, იგივე ხერხით, სრულიად უხეშად, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, მასობრივად შეგვეყარა ციხეში ცემა-ტყეპით. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იქნებოდა. ამ განცდას ყველაზე მეტად აღრმავებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც ძალადობს. გვარწმუნებენ, რომ ის იყო ყველაზე კარგი მმართველობა", - განაცხადა ივანიშვილმა ქუთაისში გადაცემის “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ დასრულების შემდეგ.

 საქინფორმი ეჭვობს, რომ ბატონ ივანიშვილს უბრალოდ დაავიწყდა  აღმოსავლეთისა და ევროპის ათობით ქვეყანა, სადაც განსასჯელის სკამზე ასჯერ მეტი ყოფილი მმართველი აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოში, აღარაფერი რომ არ ვთქვათ თურქეთზე...