პოლიტიკა
„გიორგი კვირიკაშვილს აქვს ყველა მონაცემი, რომ სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს“ – ბიძინა ივანიშვილი

  საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „დღევანდელიქართული ოცნებაარის ხარისხობრივად უკეთესი, ვიდრე ჩემს დროს იყო. რამდენიმე კაცზე და კვირიკაშვილზე გავაკეთებდი ძირითადად აქცენტს. ეს კაცი, ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, არ იბრძვის სავარძლისთვისერთადერთი ნაკლი, რაც აქვს, პატარა გადაცდომის დროსაც კი შეიძლება, უარი თქვას თავის სავარძელზე, ისეთი დამოკიდებულება აქვს. არსად გაგვექცეს, დაუდარაჯდით კვირიკაშვილს. მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთ პირველ პირს, როგორიც არის კვირიკაშვილიკვირიკაშვილი მოკლე დროში, საგარეო საქმეთა მინისტრობიდან მოყოლებული, სწრაფად გახდა დიპლომატი, სწრაფად აჩვენა თავისი ნიჭიერება, ძალიან სწრაფად მოვიდა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც უაღრესად აღფრთოვანებული შეფასებები”, - განაცხადა ივანიშვილმა.

 „თავის დროზე მინდოდა მოგების გადასახადის გაუქმება, როდესაც მოვედი მთავრობის მეთაურად, მაგრამ რომ შევხედე სიტუაციას, ვერ გავბედე. კვირიკაშვილმა გაბედა ეს. კვირიკაშვილი საუკეთესო პოლიტიკოსად დარჩება საქართველოს ისტორიაში”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 საქინფორმი აღნიშნავს, რომ განსხვავება პრემიერ კვირიკაშვილსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის, მართლაც, თვალსაჩინოა – კვირიკაშვილი არ ებღაუჭება სავარძელს მარგველაშვილივით, რომელიც სააკაშვილის სასახლეში მტკიცედ დამკვიდრდა. თუმცა, მაინც ჩნდება დეჟავიუს განცდა, იმიტომ, რომ სწორედ ასეთი სიტყვებით 2013 წელს – „მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იოცნებებდა ასეთი პირველ პირზე“, „საუკეთესო პოლიტიკოსი საქართველოს ისტორიაში“ – ბატონი ბიძინა ახასიათებდა გიორგი მარგველაშვილს.

 ქართველი ხალხი ენდო მაშინ ივანიშვილს სიტყვაზე და მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩია, რომელმაც მეორე დღესვე გაყიდა ქართველი ხალხი და თავად ივანიშვილი...