სამართალი
„ჩემი ქონების სულ მცირე 90 პროცენტს ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარ“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „ბიზნესი საქართველოში არ მაქვს. ჩემს ფულს მთლიანად საქართველოს ვახმარ. ეს მითქვამს რამდენჯერმე, მაგრამ ჟურნალისტები ყურადღებას არ აქცევენ არასოდეს... რასაც ვხარჯავ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, იქიდან მხოლოდ 1-2 პროცენტი თუ მიდის ჩემს საკუთარ ოჯახსა და ჩემს საკუთარ მოხმარებაზე, დანარჩენი მიდის საერთო მოხმარებაში. სულ მცირე, 90 პროცენტს ჩემი ქონების ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარ. სამწუხაროდ, ბიზნესის სახით ეს ვერ მოვახერხე, მაგრამ ახლა უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი, რაც თბილისში დაფუძნდა, მილიარდ ევროზე მეტი დაჯდება და ასე შემდეგ”, - აღნიშნა ივანიშვილმა.