აქტუალური
„ჩვენი მიმართულება კონკურენციის გარეშე გახლავთ ევროპა, ევროკავშირი, ევროატლანტიკური სივრცე“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს უბლოკო სტატუსი ცოტა ბლეფია, - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა კითხვას, რომელიც უბლოკო სტატუსის შესახებ  ნინო ბურჯანაძის ინიციატივას ეხებოდა.

 „ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიმართულება არჩეული, რაშიც არამარტოქართული ოცნება“, არამედ მთელი საზოგადოებაა შეთანხმებულიჩვენი მიმართულება კონკურენციის გარეშე გახლავთ ევროპა, ევროკავშირი, ევროატლანტიკური სივრცე. უსაფრთხოების თვალსაზრისით ნატოს საქართველოსთვის არა ჰყავს კონკურენტი“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

 ამასთან, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძეს პარლამენტში მოხვედრის დიდი შანსი არ აქვს.

 „თუ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება გვინდა, უნდა დავალაგოთ, მაგრამ არა დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე, რაც წყალგამყოფი შეიძლება გახდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ მშვიდობიანად დავალაგოთ ურთიერთობები მეზობელთან და ამაში ნინო ბურჯანაძე ვერ არის გამორჩეული. შესაბამისად, მისი შანსები პარლამენტში შესვლისა არის დაბალი“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.