აქტუალური
„ჩემთვის მეორე არჩევანი არის "თავისუფალი დემოკრატები", შემდეგ - რესპუბლიკელები" – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეორე არჩევანთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

 „რესპუბლიკელებზე კიდევ მაქვს დასამატებელი და საკრიტიკო და რას ვითხოვ მათგან, რა აქვთ გამოსასწორებელი, თუ ჩემი მხარდაჭერა უნდათ. თუ საზოგადოება ასეთს მიიღებს, როგორიც დღეს არიან და თუ ასეთი მოსწონთ თავიანთი თავი, ეს მათი ნებაა. „თავისუფალი დემოკრატებიდა რესპუბლიკელები თანმიმდევრულნი არიან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს მხარს უჭერენ თანმიმდევრულად და ამ მხრივ კითხვის ნიშანი არ არის. შესაბამისად, ეს ორი პარტია პირველ რიგში დავასახელე”, - განაცხადა ივანიშვილმა.

 ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, თუ რატომ არიან მისთვის მეორე არჩევანში წინა პლანზე „თავისუფალი დემოკრატები“.

 „თავისუფალი დემოკრატები” მე გავაკრიტიკე. მათმა ლიდერმა, ალასანიამ, გუნდის წევრებმა,  ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ნაცვლად იმისა, რომ ლიდერისთვის გაესწორებინათ შეცდომები, ასე ვთქვათ, მეგობრობას  გადაყვენენ. ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას მოეხერხებინა, ყოფნოდა კაცობა და ვაჟკაცობა, საკუთარ შეცდომებზე გუნდი აღარ წამოეყვანა, იგი თავად მოიქცა არასწორად. ამასაც არ დავმალავ, გუნდის წევრებმა მოახერხეს გარდაქმნა, გუნდი აღარ გადაყვა, შეცდომები აღარ დააშვებინეს. აი, ეს არის ის, რა ცვლილებებიც მოხდა. ამ მხრივ "დემოკრატები" დღეს ჩემთვის უფრო ჯანსაღად გამოიყურებიან”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.