სამართალი
„მე ვგრძნობ საფრთხეს პაატა ბურჭულაძის პარტიაში მყოფი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისგან“ – ხათუნა ლაგაზიძე

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ უკვე ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებას  ოჯახის დაცვას სთხოვს.

 „ეს კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის წარმოადგენენ რეალურ საფრთხეს, ვთხოვ ხელისუფლებას,  უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება. მათ შემომთავაზეს, რომ გაავრცელებდნენ ვერსიას, თითქოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა მინდოდა და ამიტომ არ ვარ სიაში. რათა მინიმალური გარანტიები შემექმნა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, დავთანხმდი ამ ვერსიის გავრცელებას“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პირადი დაცვა უკვე აიყვანა.

 „პაატა ბურჭულაძემ გაყიდა არა მხოლოდ ხათუნა ლაგაზიძე, არამედ პარტია, იდეა და საკუთარი ხალხი, საკუთარი ამომრჩეველი“, - აღნიშნა ლაგაზიძემ პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრისას.