უცხოეთი
პენტაგონის ხელმძღვანელმა რფ მსოფლიო წესრიგის პრინციპების ძირის გამოთხრის მისწრაფებაში დაადანაშაულა

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა რუსეთის მთავრობა დაადანაშაულა აგრესიულ ქმედებებში, რომელიც მიმართულია მსოფლიო წესრიგის მოშლისკენ.

 “ჩვენ არ ვეძებთ მტერს რუსეთის სახით, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებს, ისევე როგორც მსოფლიო წესრიგს და პოზიტიურ მომავალს”, – განაცხადა კარტერმა დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე გამოსვლისას. მისი თქმით, მოსკოვის ქმედებები ცრუ ამბიციებსა და უმიზეზო შიშებს ეფუძნება. პენტაგონის ხელმძღვანელმა მოსკოვი დაადანაშაულა უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში, “კოსმოსსა და კიბერსივრცეში არაპროფესიონალურად მოქცევასადაიარაღის ჟღარუნში”.

 “ჩვენ წინ აღვუდგებით ნებისმიერ მცდელობას, რომელიც საერთო უსაფრთხოებას დააყენებს ეჭვქვეშ და დემოკრატიულ პროცესებს შეუშლის ხელს” – განაცხადა კარტერმა.