საზოგადოება
“რესპუბლიკელებისთვის“ სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება რესპუბლიკური პარტია და სრულდება იქვე, სადაც მთავრდება პარტია!“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

 “რესპუბლიკურ პარტიას“ საზოგადოება უჩემოდაც მშვენივრად აფასებს. ძველი პარტიაა, თანმიმდევრულობითაც გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს. ერთი პროცენტიც არ აქვთ რეიტინგი. კარგად აფასებს ხალხი "რესპუბლიკური პარტიას". სახელმწიფოზე ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ილია ჭავჭავაძე არც თუ ისე კარგი კაცია და ვიღაც დამპყრობელი არც თუ ისე ცუდი კაცია. განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებას აკეთებენ და საზოგადოებაც ადეკვატურად პასუხობს. მათ არ აქვთ რესურსი, საერთო სახალხო საქმეზე და სახელმწიფოზე იფიქრონ. მათი პლუსი ჩვენი პარტნიორობის იყო, რომ ასაკიანი და თანმიმდევრული პარტიაა, მაგრამ სხვა დანარჩენი, თითქოს ხალხთან და სახელმწიფოზე ზრუნვას ცდილობენ და გვარწმუნებენ, რომ ზრუნავენ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები არიან, მაგლითებით ვერ მტკიცდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.