საზოგადოება
Forbes-მა ბათუმი ე.წ. „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელ საუკეთესო კურორტებს შორის მეხუთე ადგილზე დაასახელა

  საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. რეიტინგში ბათუმი უსწრებს ისეთი ქვეყნის კურორტებს, როგორებიცაა პორტუგალია, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბათუმი შავი ზღვის სწრაფად განვითარებადი კურორტია და აქ დამსვენებლებს საშუალება აქვთ, დასვენებასთან ერთად ქალაქისა და მის მახლობლად არსებულ ისტორიულ-ძეგლებს გაეცნონ, დაესწრონ იმ მუსიკალურ, ანიმაციურ და კინოფესტივალებს, რომლებიც ბათუმში სექტემბერში იმართება.

რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია დასვენების ბიუჯეტი: საგზური 2 ადამიანზე: 1-კვირიანი ცხოვრება 3 და მეტი ვარსკვლავის მქონე სასტუმროში და ავიაბილეთების ღირებულება მოსკოვიდან და პირიქით.

„ხავერდოვან სეზონზე“ დასვენებისათვის „შესანიშნავი ათეული“ ასე გამოიყურება:

1. ბაქო (აზერბაიჯანი) - 52 ათასი რუსული რუბლი.
2. იალტა  - 55 ათასი რუსული რუბლი.
3. ზელენოგრადსკი (კალინინგრადის მხარე, რუსეთი) — 43 ათასი რუსული რუბლი.
4. სალოუ (კატალონია, ესპანეთი) — 80 ათასი რუსული რუბლი.
5. ბათუმი (საქართველო) — 71 ათასი რუსული რუბლი.
6. კრეტა (საბერძნეთი) — 71 ათასი რუსული რუბლი.
7. აია-ნაპა (კვიპროსი) — 88 ათასი რუსული რუბლი.
8. მაიორკა (ესპანეთი) — 98 ათასი რუსული რუბლი.
9. სარდინია (იტალია) — 104 ათასი რუსული რუბლი.
10. მადეირა (პორტუგალია) — 106 ათასი რუსული რუბლი.

Forbes.ru-ს სტატიისა და რეიტინგის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე