აქტუალური
თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. მემორანდუმს ხელი კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოაწერეს.

 მემორანდუმი   ვეტერანი მებრძოლების  სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციის კუთხით,  კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის  მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.  ანდრია გოცირიძის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების ბიურო მზად არის, სხვა უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოყოფილი თანამშრომლები მოამზადოს,  რომლებიც კიბერინციდენტებთან დაკავშირებით ლექციებს მოისმენენ.

 ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური რეაბილიტაცია და მათი სამოქალაქო საზოგადოებაში  ინტეგრაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.  კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის მემორანდუმის  გაფორმებით,  მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაზრისით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება.